ჩვენს შესახებ

კომპანია ”ჯი-თი გრუპი” უკვე 15 წელზე მეტია საქმიანობს საქართველოში და მუდმივად ზრუნავს თავისი საქმიანობის გაფართოვებაზე, განვითარებასა და მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

კომპანიების ჯგუფმა საქმიანობა 1999 წელს დაიწყო, ხოლო 2005 წელს ”ჯი-თი გრუპის” სახელით ჩამოყალიბდა.

”ჯი-თი გრუპი” ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კერძო კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. ”ჯი-თი გრუპის” ძირითადი ბიზნესი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • სატვირთო მანქანებისა და კომერციული მინი-ვენების იმპორტი და სასერვისო მომსახურება (ბრენდი: Ford TRUCKS, IVECO)
  • სამშენებლო ტექნიკის იმპორტი (ბულდოზერები, ბეკოლოუდერები, სხვადასხვა სახის დამტვირთველები და მანიპულატორები - ბრენდები: New Holland, MANITOU)
  • ტრაქტორების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტი და მომსახურება (ბრენდები: New Holland, KUHN, Gregoire Besson)
  • მაღალი ხარისხის ძრავის ზეთები და საცხებ-საპოხი მასალების (BP Castrol) იმპორტი და დისტრიბუცია
  • მუნიციპალური და სპეციალური ტექნიკის იმპორტი (სახანძრო მანქანები, ნაგვის მანქანები, ნაგავსაყრელის კომპაქტორები, ქუჩების სახვეტი და კანალიზაციის საწმენდი სპეცმანქანები, ავტობუსები, სათხილამურო ტრასების გრუმერები და თოვლმავლები - ბრენდები: Ford Trucks, Iveco, Isuzu, Hako, TANA, ASTRA-Iveco, Magirus, Prinoth, Arctic Cat).

დღეისათვის, ჰოლდინგი ”ჯი-თი გრუპი” სათავეში უდგას სამ შვილობილ ორგანიზაციას. ესენია, შპს ”ჯი-თი მოტორსი”, შპს ”ევროპროდუქტი” და ერთობლივი ქართულ-იტალიური საწარმო ”ჯი-თი ვინეა”.

შპს ”ჯი-თი მოტორსის” შექმნის იდეა დაიბადა 2007 წელს. ამ კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ავტომობილებით ვაჭრობა და გაყიდვის შემდგომი სერვისი. ”ჯი-თი მოტორსი” საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ საავტომობილო ბრენდებს, როგორებიცაა BMW, Ford, Land Rover, Jaguar და Suzuki.

Ford Georgia, GT MOTORS

კომპანიის ავტოსალონში (ე.წ. შოუ-რუმში)წარმოდგენილია დასახელებული ავტომწარმოებლების უახლესი მოდელები. იქვე ფუნქციონირებს მომწოდებელი ავტომწარმოებლების მოთხოვნის საფუძველზეა გამართული საავტომობილო მომსახურების სერვის-ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამდროვე ავტო-დიაგნოსტიკური,მექანიკური დანადგარებით  და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

2005 წელს, ჰოლდინგში გაერთიანდა შპს ”ევროპროდუქტი”. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტ-ექსპორტი. შპს ”ევროპროდუქტი” თბილისში წარმოდგენილია სამი სუპერმარკეტით საბურთალოსა და ვაკეში.

2010 წელს, ”ჯი-თი გრუპმა” დაიწყო საქმიანობა სამშენებლო სფეროშიც. კერძოდ, კომპანიამ განახორციელა სამშენებლო-საიზოლაციო, გადასახური  მასალებისა და დეკორატიული, მოსაპირკეთებელი ქვების იმპორტი. აღნიშნული პროდუქცია წარმოებულია ისეთი ევროპული ბრენდების მიერ როგორებიცა არიან GSE Leaning Technologies, Akeliaf (საიზოლაციო მასალები) და Tegola Canadese (სხვადასხვა ტიპის გადასახური და საიზოლაციო პროდუქცია).

”ჯი-თი გრუპს” წამყვანი პოზიციები უკავია სატვირთო და სპეციალური ტექნიკის სფეროშიც.  2007 წლიდად კომპანიის მიერ მიწოდებული "Ford Trucks"-s სატვირთო და სპეცტექნიკა, აქტიურად გამოიყენება სამშენებლო და მუნიციპალური მომსახურების ბაზარზე.

”ჯი-თი გრუპის” საქმიანობა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტსა და მომსახურებასაც. 2009 წლიდან, ”ჯი-თი გრუპი” საერთაშორისო კონცერნის, New Holland (FIAT Group)-ის, ექსკლუზიური დილერია საქართველოში და მის მიერ მიწოდებული ტრაქტორები, კომბაინები და სხვა სახის სასოფლო ტექნიკა, წარმატებით გამოიყენება საქართველოს რეგიონების სასოფლო-სამეურნეო პროექტებში.

დაარსების დღიდან ”ჯი-თი გრუპი” მუდმივად აფართოებს თავისი მოღვაწეობის მასშტაბებსა და არეალს. იმის გარდა, რომ იზრდება ”ჯი-თი გრუპის” პარტნიორებისა და იმ ბრენდების ჩამონათვალიც, რომელსაც კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოსა და რეგიონში, ასევე იმატებს იმ კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციების რაოდენობაც, რომლებიც სარგებლობენ ”ჯი-თი გრუპის” მომსახურებითა და სერვისით.

სწორი მენეჯმენტისა და დაუღალავი შემოქმედებითი შრომის შედეგად, კომპანიას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, განხორციელებული აქვს მრავალი საქველმოქმედო პროექტი.

2005 წლიდან დღემდე, კომპანია რეგულარულად ჯილდოვდება სახელმწიფო ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელის სიგელებით, როგორც საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი. 2007 წლიდან, კომპანიამ ქველმოქმედის ნომინაციაც მოიპოვა და მას შემდეგ, ყოველწლიურად ღირსეულად ატარებს ქველმოქმედი კომპანიის სახელს.

თავდაუზოგავი შრომა, სიახლეების მუდმივი ძიება და მომხმარებელთა სურვილების დაკმაყოფილებისადმი სწრაფვა, ”ჯი-თი გრუპის” წარმატების საიდუმლოა.

მენეჯმენტისგან:

დასაწყისიდან დღემდე, ჩვენ ერთი გუნდი ვართ!