გაქვთ შეკითხვა?
Eng

15 წელზე მეტი თქვენს სამსახურში

კომპანია ”ჯი-თი გრუპი” წლებია ზრუნავს თავისი საქმიანობის გაფართოებაზე, განვითარებასა და მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

01 / 3

მრავალპროფილიანი კომპანია

კომპანია "ჯი-თი გრუპი" ამიერკავკასიას ამარაგებს საავტომობილო და სპეციალური ზეთებით, სატვირთო ავტომობილებით, სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო ტექნიკით.

02 / 3

სეგმენტის ლიდერი

2020 წელს GT Group-ი გახდა პრემიუმ მძიმე სატვირთო მანქანების სეგმენტის ლიდერი 49 თვითმცლელის 3 მსხვილ სამშენებლო კომპანიისთვის მიწოდებით.

03 / 3

ჩვენს შესახებ

კომპანია ”ჯი-თი გრუპი” უკვე 15 წელზე მეტია საქმიანობს საქართველოში და მუდმივად ზრუნავს თავისი საქმიანობის გაფართოვებაზე, განვითარებასა და მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

კომპანიების ჯგუფმა საქმიანობა 1999 წელს დაიწყო, ხოლო 2005 წელს ”ჯი-თი გრუპის” სახელით ჩამოყალიბდა. ის უკვე ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კერძო კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით.

დაარსების დღიდან ”ჯი-თი გრუპი” მუდმივად აფართოებს თავისი მოღვაწეობის მასშტაბებსა და არეალს. იმის გარდა, რომ იზრდება ”ჯი-თი გრუპის” პარტნიორებისა და იმ ბრენდების ჩამონათვალიც, რომელსაც კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოსა და რეგიონში, ასევე იმატებს იმ კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციების რაოდენობაც, რომლებიც სარგებლობენ ”ჯი-თი გრუპის” მომსახურებითა და სერვისით.

ვრცლად

მიმართულებები

კასტროლის სერვის ცენტრის გახსნა მარნეულში

17 იანვარს,ქ. მარნეულში, „კასტროლის“ ახალი სერვის-ცენტრი გახსნა, რომელიც ძირითადად ზეთის გამოცვლისა და ავტომობილების მსუბუქი სერვისისთვის იქნება განკუთვნილი.

ვრცლად